Sunday, July 8, 2012

პ რ ო ე ქ ტ ი


1.პროექტის სახელწოდება:  სულხან-საბა ბერად შედგომამდე და ბერად შედგომის შემდეგ;

2. პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით:  სულხან-საბა ორბელიანის ცხოვრების შესახებ ინფორმაციის მოძიება და მისი საინტერესო ბიოგრაფიის უკეთ გაცნობა-შესწავლა;


3. პროექტის აქტუალობა:  აქტუალურია,რადგან სულხანი იყო უმნიშვნელოვანესი ფიგურა იმდროინდელ საქართველოში. მისი ცხოვრება მთლიანად მიძღვნილი იყო საქართველოს კეთილდღეობისადმი. დღეს მის მშობლიურ ბოლნისშიც კი ნაკლებად იციან მისი სხვა დამსახურებების შესახებ და მას იცნობენ,როგორც მხოლოდ მეიგავეს;


4. პროექტის მიზნები:  გაიგონ მეტი სულხან-საბა ორბელიანის ღვაწლისა და დამსახურების შესახებ;


5. მონაწილეთა ასაკი:  14-15;


6. ვადები/ხანგძლივობა:  ერთი თვე;


7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: ბუკლეტი, გამოფენა; პრეზენტაციები;


8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:  კომპიუტერი,პროექტორიბიბლიოთეკა,ფოტოაპარატი,ტრანსპორტი,საწერი საშუალებები.


9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): 
    ა) ბავშვებს ვყოფ ორ ჯგუფად. ერთი ჯგუფი მუშაობს სულხანის ცხოვრებაზე, სანამ იგი შედგებოდა ბერად. მეორე ჯგუფი მუშაობს საბას ცხოვრებაზე ბერად შედგომის შემდეგ;
    ბ) მოიძიებენ ინფორმაციას(ინტერნეტიდან,ენციკლობედიებიდან...) და დაახარისხებენ;
    გ) წავალთ ექსკურსიაზე ტანძიასა და დავით გარეჯში;
   დ) მოაწყობენ გამოფენას „საბა“;
    ე) გამოსცემენ ბუკლეტს საბას ცხოვრების შესახებ;
   ვ) პროექტს დაასრულებენ პრეზენტაციებით.
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:  ქართული ენა და ლიტერატურა; ისტორია; ისტ-ი;


11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი):  ნინო გოგოლაძე;


12. ხელმძღვანელის  ელ.ფოსტა:  ninogogoladze77@gmail.com

13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:ninogogoladze77.blogspot.com